პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრა დღეს, 25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე გაიმართა. კოდექსის მიღებას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით მუხლობრივი განხილვა პლენარულ სხდომაზე გუშინ დაიწყო, თუმცა პარლამენტის წევრების გამოსვლები დღესაც გაგრძელდა.

საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:

გუშინდელ განხილვისას ცნობილი გახდა კიდევ ერთი ცვლილების შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი დაწესდება.

გარდა ამისა, ცვლილებების მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვისას ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვოტირების სისტემა  იცვლება, რომლის მიხედვითაც პარტიებს პროპორციულ სიებში სავალდებულო წესით ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის ჩასმა მოუწევთ.