“ოცნება” – 25%, ენმ – 19%, გახარია – 10% — Edison Research-ის კვლევა

ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის ჩატარებული კვლევის თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, პარტიების მხარდაჭერა შემდეგნაირად გადანაწილდებოდა:

კვლევის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა 65% ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კვლავ “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმად, 17% კი — გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის”.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფარგლებში რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა, თბილისის მერის არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას დასახელებულ სამ კანდიდატს შორის:

იმ შემთხვევაში, როცა რესპონდენტებს კონკრეტული პერსონების ნაცვლად, არჩევანის გაკეთება პოლიტიკური ძალების/გაერთიანების კანდიდატებს შორის უწევთ, შედეგები ასე ნაწილდება:

პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში ექს-პრემიერი გიორგი გახარია ლიდერობს. მოსახლეობის 57% მის მიმართ დადებითადაა განწყობილი. გახარიას რეიტინგში მოსდევს თბილისის მერი კახა კალაძეს, რომლის მიმართაც დადებითადაა განწყობილი 50%, ხოლო ნიკა მელიას მოწონების მაჩვენებელი 47%-ია. გიორგი ვაშაძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს 43%-ს. თანაბარი 38%-იანი მოწონების მაჩვენებელი აქვთ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ანა დოლიძეს.

“ფორმულას” თანახმად, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლის და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 — თბილისში, 700 — დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7-19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.