ევროპარლამენტმა საქართველოში ჟან მონეს დიალოგის წარმომადგენლები დანიშნა

ევროპარლამენტმა საქართველოში “ჟან მონეს დიალოგის” წარმომადგენლები დანიშნა.

ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის (DEG) ინფორმაციით, საქართველოში “ჟან მონეს დიალოგის” პროცესის თანაფასილიტატორები ევროპარლამენტის წევრები, ესტონელი მარინა კალიურანდი და სლოვაკი მირიამ ლექსმანი იქნებიან. ხოლო “ჟან მონეს დიალოგს” გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი უხელმძღვანელებს.

DEG-ის განცხადებით, კალიურანდი და ლექსმანი ფონ კრამონთან ერთად ხელს შეუწყობენ დიალოგისა და დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის გაუმჯობესებას.

@EP_DEG appointed @MiriamMLex and @MarinaKaljurand as co-facilitators for the Jean Monnet Dialogue process in #Georgia. Together with @ViolavonCramon they will help building dialogue & improve democratic parliamentary culture in the @Geoparliament.

— EP Democracy Support (@EP_DEG) June 23, 2021

აღნიშნულს გამოეხმაურა მარინა კალიურანდი, რომელიც ამავე დროს ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეა. მისი თქმით, მან სიამაყით მიიღო დიალოგის თანაფასილიტატორობა.

“მუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და პარლამენტის დეპუტატებთან”, – წერს ტვიტერზე კალიურანდი.


“ჟან მონეს დიალოგის” ფორმატის შექმნა შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული დოკუმენტითაა გათვალისწინებული. ჟან მონეს დიალოგი მშვიდობისა და დემოკრატიისთვის არის ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული საპარლამენტო მედიაციისა და დიალოგის ინსტრუმენტი. ამ ფორმატის გააქტიურება ნიშნავს ევროპელი კანონმდებლობის მეტ ჩართულობას საქართველოში პარტიებს შორის დიალოგსა და კრიზისის მედიაციაში.

 

ჟან მონეს ევროპული დიალოგი – კონსენსუსზე ორიენტირებული პოლიტიკისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯი