გარდაბანში ტბაში 2 მოზარდს ეძებენ

გარდაბანში, ხელოვნურ ტბაში მაშველები ორ მოზარდს ეძებენ. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ტბაში თავდაპირველად 3 მოზარდი შევიდა, რომელთაგან ერთმა გამოსვლა შეძლო. ტელეკომპანიის ცნობით, ამჟამად ტბაში 15 და 17 წლის მოზარდებს ეძებენ.

“ნეტგაზეთი” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა, დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.