ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ – კობახიძე ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხალხი ოპოზიციის ქცევით დაიღალა. ასე გამოეხმაურა “ლელოს” ინიციატივას, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, პარლამენტიდან გავლენ.

როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება შეთანხმების უხეში დარღვევაა. თუმცა კობახიძე ამ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.

“პირველი: ტყუილია ის, რომ ჩვენი მოქმედება ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტს. პირიქით, ჩვენ ვმოქმედებთ ზუსტად მიშელის დოკუმენტის შესაბამისად.

მეორე: ხალხი, საზოგადოება დაიღალა ამ მუდმივი საუბრებით შესვლაზე, გამოსვლაზე, ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ- გაუკეთებიათ, ეს არის ჩვენი პასუხი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოსამართლეების დანიშვნის შემთხვევაში, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტიდან გასვლას აანონსებს