ახალი ამბები

მეტრო და ავტობუსი 1 ივლისიდან პანდემიამდე არსებული გრაფიკით იმუშავებენ

22 ივნისი, 2021 • 2743
მეტრო და ავტობუსი 1 ივლისიდან პანდემიამდე არსებული გრაფიკით იმუშავებენ

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 1 ივლისიდან ავტობუსები და მეტრო პანდემიამდე არსებული გრაფიკით იმუშავებენ.

ეს ნიშნავს, რომ მეტრო ღამის 12 საათამდე იმოძრავებს. რაც შეეხება ავტობუსებს, სხვადასხვა ავტობუსს ისედაც სხვადასხვა გრაფიკი აქვს, 1 ივლისიდან კი მათ მუშაობა გაუხანგრძლივდებათ და იმ რეჟიმში იმოძრავებენ, რაც გადაადგილების შეზღუდვამდე ჰქონდათ.

„კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა. აღნიშნული საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მომავალშიც მკაცრად გაკონტროლდება“, – წერია განცხადებაში.

საქართველოში პირველი ივლისიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა უქმდება, დღეიდან, 22 ივნისიდან კი ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

რა იცვლება COVID რეგულაციებში — 22 ივნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი