პარლამენტთან რკინის ბარიკადები აიღეს

პარლამენტის შესასვლელიდან რკინის ბარიკადები აიღეს.

ბარიკადები საკანანომდებლო ორგანოსთან 2019 წლიდან იყო აღმართული. საკანონმდებლო ორგანოსთან რკინის კონსტრუქციები მას შემდეგ განლაგდა, რაც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი საპროტესტო ტალღისას სხვადასხვა დროს აქტივისტებმა პარლამენტის პიკეტირება სცადეს.

რკინის ბარიკადების აღების საკითხი რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმაც დააყენა. პასუხად კი მმართველი პარტიის წევრებმა პარლამენტის წინ გაშლილ კარვებზე მიუთითეს და აღნიშნეს, რომ კარვების ასაღებადაც კარგი დრო იყო.