ღარიბაშვილი ფაშინიანს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ 2008 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით 53.92 პროცენტი მიიღო.

“გულწრფელად ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნების წარმატებით ჩატარებასა და პირველადი შედეგების თანახმად, სამოქალაქო შეთანხმების პარტიის გამარჯვებას. ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს. მოუთმენლად ველი სომხეთის ახალ მთავრობასთან ერთად მჭიდრო მუშაობას”, – ნათქვამია ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

I extend warmest congratulations to 🇦🇲 PM @NikolPashinyan on handling succesful elections & victory of #CivilContractParty according to the preliminary results. I wish all success ahead. I look forward to working closely with new 🇦🇲 Government.

— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 21, 2021

სომხეთში რიგგარეშე არჩევნები გუშინ, 20 ივნისს გაიმართა. არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვდნენ ნიკოლ ფაშინიანის “სამოქალაქო შეთანმხების [კონტრაქტის]” პარტია, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი “სომხეთი” და სერჟ სარქისიანის ბლოკი “მე მაქვს ღირსება”.