ენმ სასამართლო “კლანზე” საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დაარეგისტირებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღეს, 21 ივნისს, პარლამენტში დაარეგისტრირებს საკითხს სასამართლო სისტემაში “კლანურ მმართველობაზე” დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

“ფრაქცია “ენმ/ძალა ერთობაშია” რეგლამენტის თანახმად მიმართავს საქართველოს პარლამენტს მოთხოვნით, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის კლანურ მმართველობას საერთო სასამართლოებში, დაადგენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მართლმსაჯულების მიმართულებით კლანის გადაწყვეტილებებს. ეს ანგარიში შემდეგ გადაეგზავნება ჩვენს საერთაშორისო პარნტიორებს”, — განაცხადა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ.

მან ოპოზიციას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საგამოძიებო კომისიის შექმნას.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით. კომისიის შექმნის საფუძველია:

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა. კომისია უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს, მიმართოს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე. კომისიას უფლება აქვს, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს კანონმდებლობის დარღვევა, ასევე, დააყენოს გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.

8 საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნაც ოპოზიციას შეუძლია