ჩემს პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება – ფაშინიანი

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ “სამოქალაქო შეთანხმებამ”, 2008 საარჩევნო უბნის მონაცემების თანახმად, ხმათა 53.92 პროცენტი მიიღო.

ფაშინიანის განცხადებით, მისი პარტია 105- ადგილიან პარლამენტში, სულ მცირე, 71 მანდატს მოიპოვებს.

“ამგვარად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნდა, ახლად არჩეული საპარლამენტო პარტია “სამოქალაქო შეთანხმება” მიიღებს კონსტიტუციურ უმრავლესობას (სულ მცირე 71 მანდატი 105-დან) და შექმნის მთავრობას, რომელსაც მე ჩავუდგები სათავეში”, – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

Thus, according to the preliminary results of the elections as published by the Central Electoral Commission, in the newly-elected parliament the Civil Contract party will have a constitutional majority (at least 71 MPs out of 105) and will form a government led by me.

— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) June 21, 2021

2008 უბნის მონაცემების მიხედვით, სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსმა “სომხეთმა” ხმათა 21.04 პროცენტი მიიღო. სერჟ სარქისიანის ალიანსმა- 5.23 პროცენტი, გაგიკ წარუკიანის “აყვავებულმა სომხეთმა” – 3.96 პროცენტი.

არჩევნების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ ნეტგაზეთის მასალას:

რა უნდა ვიცოდეთ სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ