რუსული და აფხაზური მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სფეროში წარმოების განვითარების მიზნით, საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმი “არმია-2021” 26 აგვისტოდან აფხაზეთში, გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გაიმართება.
ოფიციალური ცნობით, სამხედრო ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო დანადგარები, სარაკეტო სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები იქნება წარმოდგენილი.