I კვარტალში საშუალო ხელფასი 1 256 ლარამდე გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, პირველ კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4%-ით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა.

საქსტატის თანახმად, საქმიანობების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარი, ხოლო კაცების – 1 473.4 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 49.5 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2021 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 56.5 ლარით გაიზარდა და 1 283.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ფიქსირდება ხელოვნების, გართობის და დასვენების საქმიანობებში (2 319.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 30.5%-ით), ასევე, ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 204.0 ლარი, გაიზარდა 14.7%-ით) დარგებში.

ამავე თემაზე

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი