სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში პაპ ფრანცისკეს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ხვალ, 16 ივნისს, სალომე ზურაბიშვილი ვატიკანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპ ფრანცისკესთან.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში გამართავს სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრებს.