პუტინს არ სჭირდება მოლაპარაკებები, ამერიკა საკუთარ თავს აშოშმინებს – ჯიმ რიში ბრიუსელის სამიტზე

ამერიკელი სენატორი რესპუბლიკური პარტიიიდან ჯიმ რიში ნატოს ბრიუსელის სამიტთან დაკავშირებით ტვიტერის პოსტს აქვეყნებს, სადაც კრიტიკულად აფასებს მათ შორის იმასაც, რომ საქართველო და უკრაინა სამიტზე მიწვეულები არ ყოფილან.

“უარის თქმა NordStream2-ის პროექტის სანქციებზე, უარი საქართველოსა და უკრაინას, როგორც დამკვირვებლებლებს, სამიტზე, ცალმხრივი დათმობები ევროპაში განთავსებულ ბირთვულ საზღვაო და სახმელეთო რაკეტებთან დაკავშირებით.

პუტინისთვის საჭირო აღარაა მოლაპარაკება. მას შეუძლია დააკვირდეს ამერიკას, თუ როგორ აშოშმინებს საკუთარ თავს”, – წერია სენატორის მიერ გავრცელებულ პოსტში.

Waivers on #NordStream2 sanctions.

No #Georgia or #Ukraine as observers to @NATO summit.

Unilateral concessions on nuclear-armed Sea-Launched Cruise Missiles & ground-based nukes in Europe.

No need for #Putin to negotiate, he can just watch the US talk itself into appeasement.

— Senate Foreign Relations Committee Ranking Member (@SenateForeign) June 14, 2021

ბრიუსელის ნატოს სამიტი 14 ივნისს გაიმართა, სადაც მონაწილეობა ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს. სამიტზე დამკვირვებლის სტატუსით არ იყვნენ მიწვეულნი უკრაინა და საქართველო.

სამიტამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დაგეგმილი სამიტი ხანმოკლე და შემჭიდროებული ფორმატის იყო, რის გამოც მას მხოლოდ წევრი ქვეყნები დაესწრებოდნენ.