მაგთიკომის განცხადება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ქმედებებზე

მაგთიკომის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  თავმჯდომარის, ბატონი კახა ბექაურის ქმედებებზე  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მედიააკადემიის“ კონკრეტული ბიუჯეტის და მისი დეტალიზებული ხარჯვითი ნაწილის ფარულობის პარალელურად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეკა ბერიძე (კომისიის თავმჯდომარის მეუღლე) გვევლინება ხსენებული იურიდიული პირის კონკრეტულ აქტივობებში, თუმცა ვინაიდან ამ ორგანიზაციის ხარჯვითი ნაწილი რატომღაც არასაჯაროა, უცნობია აღწერილი პირების თანამშრომლობის კონკრეტული პირობები, მათ შორის, ანაზღაურების ნაწილი. 

ალბათ,  ბატონი კახა ბექაურისთვის  არც მოცემული კანონის კონკრეტული ნორმებია რაიმე პრობლემა. აი რას ამბობს კანონი, კერძოდ:  

საქართველოს კანონი  საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ  

მუხლი 2, პუნქტი 1 – „ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“  იგულისხმება შემდეგი პირები: … 

ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი“;  

მუხლი 3, პუნქტი 3 – „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობა“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის დაპირისპირება საჯარო დაწესებულების ინტერესებთან“.  

მუხლი 4 – „ამ კანონის მიზნებისათვის:  

ა) „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი“;  

მუხლი 10, პუნქტი 1 – „საჯარო მოსამსახურეს, პირადი ინტერესიდან გამომდინარე,  ეკრძალება: … 

დ) თავის ოჯახის წევრთან ან ახლო ნათესავთან დადოს ქონებრივი გარიგება,  როგორც საჯარო მოსამსახურემ. 

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია“. 

მუხლი 13  

პუნქტი 3 – „საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციიდან, რომელსაც სამსახურებრივად ზედამხედველობს“. 

პუნქტი 16 – „თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული  კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა განთავისუფლდეს  დაკავებული თანამდებობიდან, თუ:  

ა) მან ან მისმა ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი  ეუთავსებლობის მოთხოვნები“; 

მუხლი 134   

„1. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს იმ სარგებლის შეთავაზების ან მიღების უფლება,  რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო სამსახურში ან/და საჯარო სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.  

  1. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია: 

ა) ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე; 

ბ) მიიღოს ზომები ინტერესთა შეუთავსებლობის ნებისმიერი შემთხვევის დაუშვებლობისათვის“; 

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის დეკლარაციის მიხედვით კახა ბექაურს, როგორც კომისიის თავმჯდომარეს მიღებული აქვს 188 585,36 ლარი, ხელზე ასაღები თანხა, ხოლო სამეწარმეო საქმიანობიდან 4 299 570 ლარი, ხელზე ასაღები თანხა. 

ზემოთ ხსენებული ფაქტების შეფასება მიგვინდია საზოგადოებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და სხვა კომპეტენტური უწყებებისთვის.,” – აღნიშნულია მაგთიკომის განცხადებაში.