ლარი დოლართან 7 თეთრით, ევროსთან კი 11 თეთრით გამყარდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, 5 ივნისისთვის ლარი დოლართან 7.33 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.07 ლარი გახდა. 11.49 თეთრით გამყარდა ლარი ევროსთან და ერთი ევროს ღირებულება 3.72 ლარია.

ლარი ბოლო ერთი თვეა, მყარდება. ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში 1 დოლარი 3.44 ლარი ღირდა, ევრო კი — 4.16 ლარი. თუმცა, მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ლარი დოლართან და ევროსთან განსაკუთრებული სისწრაფით მყარდება.