4 ივნისი: გამოვლინდა კორონავირუსის 779 შემთხვევა, 23 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 23 ადამიანი გარდაიცვალა. StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიცემულ პერიოდში 30 026 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 15 527 ანტიგენის და 14 499 PCR ტესტი იყო.

ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  347 762-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 4 876 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.59%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.9% იყო.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 11 180-ია, მათგან 3 516 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.