ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, შევიკრიბოთ 6-ზე პროკურატურასთან”

პოლიტიკური მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციას აანონსებს. პოლიტიკოსის თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით აქციები ყოველდღე უნდა იმართებოდეს და თანამოაზრეებს მოუწოდებს, 18:00 საათზე პროკურატურასთან მივიდნენ: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე! სანამ არ ვიხსნით ბავშვებს ტყვეობიდან, არ უნდა გავჩერდეთ! დღეს, 6-ზე პროკურატურასთან შევიკრიბოთ და მოვთხოვოთ პასუხი ამ გაუგონარ სისასტიკეზე”, – აცხადებს ელენე ხოშტარია. … ვრცლად ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, შევიკრიბოთ 6-ზე პროკურატურასთან”