საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორები, რობ პორტმანი და ჯინ შაჰინი ზემო ნიქოზსა და ერგნეთში ჩავიდნენ და გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება მოინახულეს.

სენატორებმა გამყოფი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა სენატორებს გააცნეს ამჟამინდელი ვითარება და ყურადღება გაამახვილეს ბორდერიზაციის პროცესზე.


ამერიკელი სენატორები საქართველოში 3 ივნისს ჩამოვიდნენ.