Coca-Cola Bottlers Georgia მომხმარებლებს აფრთხილებს და აცხადებს, რომ არანაირ ვიქტორინასა და გათამაშებას არ მართავენ.
კოკა-კოლას თქმით, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვირუსული ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც თაღლითურად ხდება მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მოპოვება:
“მოგახსნებთ, რომ აღნიშნული ვებგვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რადგან მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია კოკა-კოლა არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას.
გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერდანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთ სამინისტროს კიბერდანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება”, – აცხადებენ კომპანიაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.