ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას – ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

“პოლიფონიური ქართული გალობა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო და, ამავდროულად, კაცობრიობის უდიდესი კულტურული მონაპოვარია. ეს დიდი აღიარება ხელს შეუწყობს მის დაცვას, სწავლებასა და განვითარებას, ქართული თუ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების მეტ დაინტერსებას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო პოპულარიზაციას.
ეს მიღწევა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ვულოცავ ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და მათთან ერთად, მთელ ჩვენ საზოგადოებას”, — წერს ირაკლი ღარიბაშვილი.