რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? — ფოტოები აქციიდან

დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია/პერფორმანსი გაიმართა.

აქციის მონაწილეები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებდნენ. დაწესებულებაში, სადაც 56 ბავშვი ცხოვრობს და რომელიც ეკლესიის დაქვემდებარებაშია, სახალხო დამცველს მონიტორინგისთვის არ უშვებენ.

აქციის მთავარი მოთხოვნაა, სახელმწიფომ ზემოაღნიშნულის აღსაკვეთად ჯეროვანი ზომები მიიღოს. ასევე:

აქციის მიმდინარეობისას აქ ულტრანაციონალისტური განწყობების ჯგუფი მოვიდა, მათ კონტრაქცია გამართეს და შეურაცხმყოფელი ლექსიკით მიმართავდნენ აქციის მონაწილეებს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც განარიდა კონტრაქციის წევრები.

აქციის ბოლოს მოქალაქეებმა ბანერს მოაწერეს ხელი და მხარდაჭერა გამოუცხადეს აქციის მოთხოვნებს. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელმოწერებიან ბანერს შემდგომ პარლამენტში მიიტანენ.

აქცია “რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში?” 1 ივნისი, 2021. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი