მომავალ კვირას სენატორი შაჰინი საქართველოში ჩამოვა

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა. საელჩოს ცნობითვე, ვიზიტის მიზანია გახმიანდეს ორპარტიული გზავნილი, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.