სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გადადგა

არა ივაზიანი, რომელიც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 2020 წლის ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, 18 ნოემბერს დაინიშნა და ქვეყნის ვადამდელ არჩევნებამდე მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, გადადგა.

ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, ანა ნაგდალიანი ავრცელებს.

აივაზიანის პოსტიდან გადადგომის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.