პაპუაშვილი სააკაშვილთან შეხვედრის გამო ევროპელ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ევროპელ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის გამო.

“გასამართლებულ დამნაშავესთან ევროკავშირის შუაგულში შეხვედრას კანონის უზენაესობის სულისკვეთება ნამდვილად არ მოაქვს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შეურაცხყოფაა”, — წერს პაპუაშვილი.

Meeting a convicted felon in the heart of #EU does not really convey an air of the rule of law and is more of an offense to @ECHR. 🤔

— Shalva Papuashvili (@shpapuashvili) May 27, 2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ვიზიტისას შეხვდა ევროპარლამენტარებს — ანდრიუს კუბილიუსს, ანა ფოტიგას, ვიოლა ფონ კრამონს, მიხეილ გალერს, იაცეკ სარიუშ ვოლსკის, ასევე, ევროპული საბჭოსა და საგარეო ქმედებათა ოფისის წარმომადგენლებს.

ბრიუსელში შეხვედრების შესახებ საუბრობს თავად სააკაშვილი და ამბობს, რომ შეხვედრების მთავარი მიზანი საქართველოში, ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებლის ჩამოსვლაა.

ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა