ახალი ამბები

დავაკავეთ პირი, რომელმაც ჯორჯიან თაიმსის თანამშრომელს დროშის ტარი ჩაარტყა – შსს

28 მაისი, 2021 • 1041
დავაკავეთ პირი, რომელმაც ჯორჯიან თაიმსის თანამშრომელს დროშის ტარი ჩაარტყა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ედება „ჯორჯიან თაიმსის“ ერთ-ერთ თანამშრომელზე ჯოხის ტარით ძალადობა.

უწყება წერს, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 მაისს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდა. რა დროსაც მერაბ კოსტავას ქუჩაზე, მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ოფისის წინ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს. კერძოდ, დროშის ტარი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გარეკანი ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი