პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ” ოცნების” მიერ ინიცერებული ამნისტიის კანონპროექტი

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრა დღეს, 27 მაისს გაიმართა. “ოცნების” კანონპროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 9-მ კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიასთან დაკავშირებით პარლამენტში ორი კანონპროექტია ინიცირებული, ერთი “ქართული ოცნების” მიერ, მეორე კი- საპარლმენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ.

“ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

კანონპროექტით, ამნისტია არ გავრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ გამონაკლის მუხლებზე:

ამნისტია ასევე გავრცელდება დანაშაულის მომზადებაზე ან მცდელობაზე და პირობით მსჯავრზე. ამნისტია ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებასაც, თუ ჯარიმა კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის გადახდილი.

ბრალდებულის მიერ ამნისტიაზე უარის თქმის პროცედურა კანონპროექტში გაწერილი არ არის.

პარლამენტში ამნისტიის შესახებ შეტანილია ორი კანონპროექტი: ფრაქცია “ქართული ოცნების” და დეპუტატ შალვა შავგულიძის ავტორობით. ფრაქცია “ქართული ოცნების” კანონპროექტისგან განსხვავებით, ოპოზიციის პროექტით ამნისტია ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის ორ მუხლს:

ამასთან, 333-ე მუხლით ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებზე ამნისტია ვრცელდება დაზარალებულის ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.