სომხეთში პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იქნება

პირველი ივნისიდან სომხეთში, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გარდა ამისა, პირველი ივლისიდან, ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემთხვევაში, მოქალაქეები პირბადის სავალდებულო ტარებისგან დახურულ სივრცეებშიც თავისუფლდებიან.