საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 247-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 247-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო.

თბილისის პარალელურად ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 5 ადგილას გაიმართა: სვანეთში – უშბას და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში – პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში – ფარავნის ტბასთან, კახეთში – ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსა და ქალაქ მცხეთაში.

ფიცის დადების ცერემონიამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას. გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ.