26 მაისს საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტი ჩამოვა

26 მაისს საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ჩამოვა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში ანდჟეი დუდა თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა, დღის ბოლოს კი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრება.

27 მაისს კი დაგეგმილია პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში დუდა ასევე შეხვდრება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას.