პირველი ივნისიდან რესტორნები სრულად იმუშავებენ

პირველი ივნისიდან რესტორნები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეებშიც იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა:

“საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ.”

მისივე თქმით, ქვეყანაში სოციალური ღონისძიებები, როგორებიცაა ბანკეტი, ქელეხი და ქორწილი, ისევ აკრძალული იქნება.