25 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 1354 შემთხვევა, 15 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლიდა და 15 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევები 30 456 ტესტის საფუძველზე გამოვლინდა, მათგან 21 052 ანტიგენის და 9 404 PCR ტესტი იყო. ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 339 315-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.45%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.86%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.05% იყო. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 4 654 პირი ემსხვერპლა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 13 858-ია, მათგან 4 094 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.