პროტესტს ხელებაწეული გავაგრძელებთ – ვარლამ გოლეთიანი

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით, პროტესტის ხელებაწეული ფორმით გაგრძელებისგენ მოუწოდა.

“დღეს იქნება მსვლელობა. თუ გავაკეთებთ სხვადასხვა ადგილების პიკეტირებას, ჩვენ ყველგან ვართ ხელებაწეული. ეს უნდა იცოდეს ყველამ კარგად. ჩვენ ავწევთ ხელებს და დავდგებით და დავიცავთ თავს ამ არაადეკვატურობისგან. ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია, თუ არა ჩვენი ერთობა და ის, რომ შევუქმნათ მათ დისკომფორტი მანამ, სანამ არ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც არის ჩვენი ხალხის ნება.

ამიტომ პროვოკაციას არ ავყვეთ, მშვიდობიანად დავდგეთ იქ, სადაც დავდგებით. უბრალოდ, დუმილით გავაპროტესტოთ”, – მიმართა გოლეთიანმა შეკრებილებს.

ვარლამ გოლეთიანმა ასევე მიმართა საპოლიციო ძალებს, რომ თუ ისინი ეცდებიან, დააპატიმრონ დემონსტრანტები, მაშინ ამას მოჰყვება საყოველთაო გამოსვლა.

“ეს იქნება იმდენად მკაფიო, რომ მე დარწმუნებული ვარ, ამაზე ექნება ადეკვატური რეაქცია. ეს შეარყევს ხელისუფლებას და ეს იქნება აბსოლუტურად მისი პასუხისმგებლობა. ჩვენ თავიდან ბოლომდე განვთავისუფლდებით პასუხისმგებლობიდან. თუ დესტრუქციას მიმართავს თავად, პასუხისმგებლობაც იქნება მასზე [ხელისუფლებაზე]”, – მიმართა ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:


გუშინ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესასრულებლად დღეს, დილის 12:00 საათამდე მისცეს დრო.

ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მას დაურეკეს პარლამენტიდან პარლამენტის თავჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრასთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გააგრძელებენ პროტესტს.