თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრებისთვის დროებით დაიკეტა.
უწყება განმარტავს, რომ ტექნიკური ხარვეზების გამო ეს ორი სადგური ჯერჯერობით ვერ მოემსახურება მგზავრებს.
„საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდება ზონალურად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და პირიქით. თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.