დიასპორის დღესთან დაკავშირებით, 24 მაისიდან 7 ივნისამდე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ, ბიომეტრიულ პასპორტს კი − ნახევარ ფასად.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებს მოქალაქე:

  • რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;
  • რომლის ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა;
  • რომელიც ფლობს ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტს.

პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს მოქალაქე:

  • რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
  • რომელიც ფლობს პირადობის ძველ, ლამინირებულ დოკუმენტს;
  • რომლის ელექტრონული პირადობის მოწმობა ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა.

სპეციალურ აქციაში ჩასართავად უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს ადგილზე უნდა მიმართონ.