21 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 1064 შემთხვევა, 29 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 29 ადამიანი გარდაიცვალა. StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში სულ 25 564 კვლევა ჩატარდა, მათგან 10 888  ანტიგენის და 14 676 PCR ტესტი იყო. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 335 769-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 569 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.16%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.13% იყო.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევა 14 785-ია, მათგან 4 261 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.