19 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 1160 შემთხვევა, 20 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა და გამოჯანმრთელდა 1 302 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 209 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 023 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 186 – PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.81%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 160 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის ასე ნაწილდება:

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  333 601-ს, დღემდე ვირუსს, ჯამში, 519 პირი ემსხვერპლა და გამოჯანმრთელებულია 313 651 ადამიანი.