წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს. როგორც წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა მიხეილ კაკაბაძემ ნეტგაზეთს უთხრა, დაჭრილია დამამთავრებელი სკოლის მოსწავლე და შემთხვევა არასასწავლო პერიოდში, სკოლასთან ახლოს მდებარე სკვერში მოხდა.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, მუხლით დაიწყო. მათივე ცნობით, შემთხვევა 17 მაისს მოხდა. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.