კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის.
ყველაზე დიდი სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის ანალოგირ პერიოდის მსგავსად, ისევ ტელეიმედს აქვს – 5.3 მილიონი ლარი, რითაც რამდენიმეჯერ აღემატება რუსთავი 2-ს, რომელსაც ტელეიმედის შემდეგ ყველაზე დიდი სარეკლამო შემოსავალი აქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტელეიმედის და რუსთავი 2-ის სარეკლამო შემოსავლებში კლება დაფიქსირდა. სარეკლამო შემოსავლების კლება აქვთ ასევე მთავარი არხსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს.
ჯამური სარეკლამო შემოსავლების ზრდა ტელეკომპანია პირველს, სილქნეტს, ფორმულას, ასევე პოსტვის, ჯი-დი-ეს თი-ვის და რ.ბ.ჯ-ს ჰქონდა.
არხების მიხედვით სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა:
შედარებისთვის, 2020 წლის პირველ კვარტალში ტელეიმედის სარეკლამო შემოსავალი 5 404 783 ლარი იყო, რუსთავი 2-ის
– 2 555 286 ლარი, საზოგადოებრივი მაუწყებლის – 438 038 ლარი; ტელეკომპანია პირველის – 927 809 ლარი; მთავარი არხის – 1 859 641 ლარი; სილქნეტის – 229 656 ლარი; ჯი-დი-ეს თი-ვის – 437 105 ლარი და პოსტვ-ს – 465 590 ლარი.
სარეკლამო შემოსავლები მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს.
რაც შეეხება რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებს, 2021 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით შემცირდა. რადიოების სარეკლამო შემოსავლებმა ჯამურად 1.4 მილიონი ლარი შეადგინა.