ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გადადგა

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გადადგა. ამის შესახებ შენგელია Facebook-ზე წერს.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო, 2 წლის განმავლობაში ვყოფილიყავი თქვენი მსახური, რაც ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობდა. ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში.შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა”, – წერს შენგელია და დასძენს, რომ როგორც რიგითი ზუგდიდელი, ყოველთვის იქნება მისი ქალაქის სამსახურში “ამ თუ სხვა პოზიციაზე”.

მანამდე თანამდებობა დატოვა ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ.

ზუგდიდის მერის I-მა მოადგილემ თანამდებობა დატოვა