ახალი ამბები

“ოპერაცია ღაზაში გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება” – ნეთანიაჰუ

16 მაისი, 2021 • 1098
“ოპერაცია ღაზაში გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანაჰუს განცხადებით ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებენ “მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”

“ოპერაცია ღაზაზე გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება დასახული მიზნების მისაღწევად”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ბრიფინგზე, სადაც მან ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გამოჩენილი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, კიდევ ერთი შენობა, რომელიც ღაზას სექტორში ააფეთქეს და სადაც, მათ შორის, განთავსებული იყო მედია-საშუალებების “ასოშიეითედ პრესისა” და “ალჯაზირას” რეგიონალური ოფისები, ჰამასი საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა.

ისრაელსა და პალესტინაში ურთიერთდაბომბვების პარალელურად, ჩინეთმა გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატები და გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა იზრუნონ, რათა მხარეებს შორის დასრულდეს ძალადობა.

ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელს აქვს უფლება თავი დაიცვას აგრესიისგან.

მხარეებს შორის უკანასკნელი დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე, “ალ-ჯაზირას” ინფორმაციით, ღაზას სექტორში გარდაიცვალა სულ მცირე 149 პალესტინელი, მათ შორის 41 ბავშვია. კიდევ 13 პალესტინელი გარდაიცვალა დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ძალებთან დაპირისპირების დროს.

ბაბომვებს ისრაელში ემსხვერპლა სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე.

გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს შეხვედრა ირაელი-პალესტინის საკითხზე, დღეს, კვირა დღესაა დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი