32 ათასამდე ტესტით კორონავირუსის 776 შემთხვევა გამოვლინდა – 13 მაისი

13 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსზე 31 982 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 20 394 კვლევა ანტიგენის ტესტით, 11 588 კი PCR მეთოდოლოგიით ჩატარდა. ტესტირების შედეგაც გამოვლინდა COVID-19-ის 776 ახალი შემთხვევა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 2.43 % შეადგინა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 4 379 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან გამოვლინდა:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 572, საიდანაც 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 429, აჭარაში – 444, იმერეთში – 520.

ამ ეტაპზე მძიმეა 903 პაციენტის მდგომარეობა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 196 პირი. მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 3, იმერეთში – 15.