ახალი ამბები

“მე ვარ ნამახვანჰესზე ინფორმაციული ვაკუუმის წინააღმდეგი” – მეუფე სტეფანე

12 მაისი, 2021 • 921
“მე ვარ ნამახვანჰესზე ინფორმაციული ვაკუუმის წინააღმდეგი” – მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის ეპისკოპოსის, სტეფანეს განცხადებით, იგი ეწინააღმდეგება ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ “საინფორმაციო ვაკუუმს”.

“მე ვარ ნამახვან ჰესის წინააღმდეგი კიარა, მე ვარ ინფორმაციული ვაკუუმის წინააღმდეგი მაგ საკითხთან დაკავშირებით”, – ასე უპასუხა მეუფე სტეფანემ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში ნამახვანჰესთან დაკავშირებულ კითხვას.

“ნაციონალური მოძრაობის დროს, როდესაც ეს საკითხი იხილებოდა, მაშინაც დავაყენეთ საკითხი, რომ უფრო მეტი უნდა გვცოდნოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის ეკოლოგიასთან, ამ კაშხლების უსაფრთხოებასთან, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ და გვითხრეს, რომ ამაზე პასუხს მოგვაწვდიდნენ.

შემდეგ იყო რამდენიმე შეხვედრა. “ენკამდე” იყო “ქლინ-ენერჯი”. მათ თავადვე მთხოვეს, რომ იქნებ ჩავრთულიყავი მოსახლეობასთან კომუნიკაციაში. მე ჩავერთე დიდი სიამოვნებით, რომ ყოფილიყო ზუსტი ინფორმაცია.

ბოლოს თქვა “ქლინ-ენერჯის” წარმომადგენელმა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას მიაწვდიდნენ მოსახლეობას, თუმცა ეს არ მიაწოდეს.

შემდეგ “ენკამ” მთხოვა, რომ ამ საკითხში ჩავრთულიყავი. მოვაწყვე 7 შეხვედრა და კვლავ ვერ მივიღეთ [მოსახლეობამ] პასუხები.

შემდეგ, როდესაც უკვე დაიწყეს ხელების გადაგრეხა, მე ვთქვი, რომ მოსახლეობას ხელს ნუ უგრეხთ, მიაწოდეთ ინფორმაცია. მათ აქვთ შფოთი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც პასუხები ვერ მიიღეს.

მეორე ჩემი გამოსვლა იყო უკვე როდესაც 99 წლით მიწების გაყიდვაზე იქნა განცხადებული. ამაზე ვთქვი, რომ არ არის სწორი და ხელისუფლება ვალდებულია, მოსახლეობა ჩააყენოს საქმის კურსში, რა ხელშეკრულების საფუძველზე ურთიერთობს ამ კომპანიასთან.

მე მეტი არასდროს არ მითქვამს, ეს უნდა აშენდეს, თუ არ უნდა აშენდეს, მე ამაზე არაფერი მითქვამს”, – განაცხადა ჭყონდიდის ეპისკოპოსმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი