ახალი ამბები

“არ გახვიდეთ ქუჩაში” – საელჩო ქალაქ ლოდში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

12 მაისი, 2021 • 1105
“არ გახვიდეთ ქუჩაში” – საელჩო ქალაქ ლოდში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ლოდში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დღეს 20:00-დან არ გავიდნენ ქუჩაში.

“ქ. ლოდში 20:00 სააათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა – კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში. საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს”, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელში პალესტინელ მოსახლეობასა და ღაზას სექტორში არსებულ სამხედრო ჯგუფებსა და ისრაელის საპოლიციო და თავდაცვის ძალებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღეა გრძელდება, რაც თავდაპირველად იერუსალმიში ისრაელის პოლიციასთან შეტაკებებით დაიწყო, მოგვიანებით კი ორმხრივ დაბომბვებში გადაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი