“რ2-ის მმართველები არხის ქონების გადამალვას ცდილობენ” – აქიმიძე და დვალი

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელები ცდილობენ “გადამალონ” არხის ქონება, რათა იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მათ ტელეკომპანიის წილის 60%-ს დაუბრუნებს, რეალურად ვერ მოახერხონ მისი განკარგვა. ამის შესახებ დვალმა და აქიმიძემ ადვოკატებთან ერთად გამარტულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

“ჩვენი სარჩელი ერთი-ერთზე იმეორებს იმას, რაც ქიბარ ხალვაშმა 2015 წელს შეიტანა სასამართლოში. დავის საგანი არის იგივე და ჩვენი მოთხოვნებიც პრაქტიკულად იგივეა. როგორ იქცევა სასამართლო და ხელისფლება პირველ და მეორე შემთხვევაში: წელიწადნახევარი დასჭირდა სასამართლოს, რომ პირველი სხდომა ჩაენიშნა ჩვენს შემთხვევაში, იგივე წელიწადნახევრის განმავლობაში ქიბარ ხალვაშს სამივე ინსტანცია გავლილი და მოგებული ჰქონდა”, – განაცხადა დვალმა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, დვალი და აქიმიძე ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას და “რუსთავი 2”-ის ამჟამინდელ მფლობელებს არ ჰქონდათ შემუშავებული სქემა, თუ როგორ აერიდებინათ მოსალოდნელი ზარალი თავიდან. დვალი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სხდომა იქამდე არ დანიშნა, სანამ არ შეიმუშავეს “თაღლითური სქემა” ტელეკომპანიის ქონების გადასამალად.

“ამას იმიტომ აკეთებენ, რომ იციან, ადრე თუ მალე ამ სასამართლოებში თუ არა, სტრასბურგში მაინც მოვიგებთ ამ საქმეს. იციან, რომ ჩვენ მართლები ვართ. აქ არის მთავარი პრობლემა. მათ იციან ეს ყველაფერი და ცდილობენ თაღლითურად დაგვტოვონ არაფრით”, – განმარტა დვალმა.

ადვოკატ სოსო ბარათაშივლის განმარტებით, 2021 წლის თებერვალში შეიქმნა სააქციო საზოგადოება მედიაჰოლდინგი, რომლის დაფუძნებელიც არის “პრაიმტაიმი”. მედიაჰოლდინგს აქვს 100 აქცია და ერთი აქციის ნომინალური ღირებულება ერთი ლარია. ერთი თვის შემდეგ “რუსთავი 2”-მა შეიძინა 1 აქცია, რამდენიმე დღეში მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მაუწყებლობის ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით. ბარათაშივლის თქმით, პარალელურად მედიაჰოლდინგმა მიმართა კომუნიკაციების კომისიას, რომ მას მისცემოდა ავტორიზაცია. კომისიამ “რუსთავი 2”-ის ავტორიზაცია გადასცა მედიაჰოლდინგს და ბრენდულ სახელწოდებად დატოვა “რუსთავი 2”.

“ეს რელაურად ნიშნავს, რომ 10 ლარის, 10 აქციის სანაცვლოდ “რუსთავი 2”-მა ყველა თავისი სიკეთე ჩააბარა: ავტორიზაცია, სახელწოდება, და მართვის უფლება და მედიაჰოლდინგმა გააფორმა ხელშეკრულებები თანამშრომლებთან. თავად “რუსთავი 2″-ს დარჩა სახელმწიფოს მიმართ დავალიანება, დაყადაღებული წილი და მომავალი ვალდებულებები დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წინაშე”, – განმარტა ბარათაშვილმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აქიმაძე და დვალი სასამართლო პროცესს მოიგებენ და ტელეკომპანიის 60%-ის მფლობელები გახდებიან, რეალურად მიიღებენ მხოლოდ 6 აქციას, რომლის საერთო ღირებულებაც 6 ლარი იქნება. ამასთან, მისი განმარტებით, სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება “რუსთავი 2”-ს დარჩება, თუმცა მედიაჰოლდინგი ამ ვალდებულებისგან თავისუფლდება.

პრესკომფერენციაზე ისაუბრა ადვოკატიმა კახა კოჟორიძემაც. მისი თქმით, დვალსა და აქიმიძეს რიტორიკული კითხვები აქვთ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან. კოჟორიძე მიმართავს უწყებებს, მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

ადვოკატების განცხადებით, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ “რუსთავი 2”-ის 60%-იან წილის დავასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი 14 მაისს არის ჩანიშნული.

“რუსთავი 2”-ის ამჟამინდელი მმართველების პოზიციის გასაგებად “ნეტგაზეთი” ტელეკომპანიის დირექტორთან, პაატა სალიასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა სალია ამ დრომდე არ პასუხობს.

რ2-ში რეორგანიზაციაა, რა ელით თანამშრომლებს? — სალიას განმარტება