გამოვლინდა კორონავირუსის 1788 შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი — 11 მაისი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 ადამიანი კი გარდაიცვალა. StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 28 532 კვლევა ჩატარდა, მათ შორის, 20 349 ანტიგენის, 8 183 კი PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.76%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 6.07%, ხოლო 7 დღეში — 6.35%. ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 4 336 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 16 215-ია, მათგან 4 296 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.