ახალი ამბები

უნდა შეიქმნას ოპოზიციური კოალიცია – მელია თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე

10 მაისი, 2021 • 834
უნდა შეიქმნას ოპოზიციური კოალიცია – მელია თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციამ კოალიცია უნდა შექმნას.

დღეს, 10 მაისს მელიამ ციხე დატოვა.

ჟურნალისტებმა დღეს მელიას 2021 წლის თბილისის მერობის არჩევნებზეც ჰკითხეს. მან დეტალებზე არ ისაუბრა და თქვა, რომ წინ კონსულტაციებია. თუმცა აღწერა ის გეგმა, რომელიც, მისი შეფასებით, ოპოზიციისთვის მომგებიანი იქნება.

მელია განმარტავს, რომ აუცილებელია, ოპოზიცია მჭიდრო კოორდინაციაში იყოს. ეს რომ ასე ყოფილიყო 2018 წელს – „დღეს სხვა პრეზიდენტი გვეყოლებოდა“

„ერთობა აუცილებლად არ ნიშნავს იმა, რომ ერთ კანდიდატს „ჩაეხუტოს“, მაგრამ კოორდინაცია მჭიდრო [საჭიროა].. როცა ამბობენ, რომ თბილისში არ უნდა იყოს… თბილისში მერობის კანდიდატი არის მხოლოდ?! თბილისში 10 მაჟორიტარული ოლქი იქნება და პირდაპირ გეტყვით, რომ თუ არ იქნება კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის და არ მოხერხდება საერთო მაჟორიტარული კანიდატების გამოკვეთა, ათივე ოლქს მოიგებს  “ქართული ოცნება“

და რატომ, იცით? იმიტომ, რომ  მეორე ტური არ არსებობს მაჟორიტარულ ოლქში და თუკი 6, 7 და 8 ოპოზიციური პარტია თავის კანდიდატს წამოაყენებს, შეიძლება 23%-ით მოიგოს ქართულმა ოცნებამ“, – აცხადებს მელია.

მისივე თქმით, თბილისის არჩევნებს ასე უყურებს:

„მერის გარშემო კი არ უნდა მოხდეს გაერთიანება, საკრებულოს თავმჯდომარე უნდა იყოს სხვა პარტიის წარმომადგენელი, ვიცე-მერი  -სხვა, მთაწმინდის გამგებელი უნდა იყოს სხვა პარტიის წამომადგენელი, გლდანის- სხვა და ა.შ. უნდა იყოს ნაკრები და საზოგადოებამ უნდა დაინახოს, მერის გარშემო კი არ არის გაერთიანებული..

მერი ერთდერთი უნდა იყოს, კოალიციური ერთობა უნდა იყოს. უნდა დავანახოთ, რომ გვაქვს უნარი ოპოზიციას, რომ შევკრათ კოალიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ კამპანიაში ჩართვას, სადაც კამპანია კამპანიისთვის უნდა ვაწარმოოთ, არ ვაპირებ. გამარჯვების კამპანიაში ყველაფერს დავდებ“, – ამბობს ნიკა მელია.

ჟურნალისტის კითხვაზე – „ვაშაძეზე გაბრაზებული ხართ?“, მელია პასუხობს:

„არც ბატონ გრიგოლზე და არც გიორგი ვაშაძეზე ვარ გაბრაზებული,“.

მასალების გადაბეჭდვის წესი