ნეტგაზეთი | “შეთანხმების კიდევ ერთი ეტაპი მიღწეულია” – ფონ კრამონი მელიას გათავისუფლებაზე “შეთანხმების კიდევ ერთი ეტაპი მიღწეულია” – ფონ კრამონი მელიას გათავისუფლებაზე – Netgazeti
RU | GE  

“შეთანხმების კიდევ ერთი ეტაპი მიღწეულია” – ფონ კრამონი მელიას გათავისუფლებაზე

“ნიკა მელიას გათავისუფლებით მიღწეულია 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ახლა გადამწყვეტია ყურადღების გამახვილება სხვა საკითხებზე, რაც მოითხოვს მხარეებს შორის თანამშრომლობას უფრო მეტად სამართლიანი და გამჭვირვალე პარლამენტისთვის. ოპოზიციის დარჩენილი ნაწილი მოწვეულია, რათა შეუერთდეს შეთანხმებას”, – ასე გამოეხმაურა ვიოლა ფონ კრამონი სასამართლოს მიერ ნიკა მელიასთვის პატიმრობის აღკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილებას.


აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს 9 მაისს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ევროკავშირის შექმნილი ფონდის, “ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის” (European Endowment for Democracy) მიერ გირაოსთვის 40 000 ლარის გადახდა. პროკურატურამაც სასამართლოსგან სწორედ ამ რაოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ევროპული ფონდის მიერ გირაოს გადახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების შედეგია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან. ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com