მთავრობამ ვაქცინაციაზე ვებსაიტი provax.ge შექმნა

საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ვებსაიტი provax.ge შექმნა, სადაც თავმოყრილია პასუხები ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ძირითად კითხვებზე.

“ვებგვერდზე გაეცნობით პასუხებს კითხვებზე, თუ რატომ უნდა ჩავიტაროთ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, როგორ უნდა დავრწმუნდეთ ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის”, – განმარტავს მთავრობა.

provax.ge-ზე განთავსებულია შემეცნებითი ვიდეორგოლები, ვაქცინაციის სტატისტიკა და საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.