ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ფსიქოტროპული წამლების უნებართვოდ გაყიდვის ბრალდებით 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს.
უწყება ამბობს, რომ ხუთივე აფთიაქი თბილისში მდებარეობდა. მათივე ინფორმაციით, აფთიაქები ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით ყიდდნენ.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხსენებული აფთიაქებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.